LeLi Shevchenko
სერვისი

Service 01
არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი
არქიტექტურასა და დიზაინში უამრავი მიმართულება არსებობს, რომლის შექმნასა და შერჩევასაც დიდი ხნის გამოცდილება და დახვეწილი გემოვნება სჭირდება..
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ფერისა და გარემოს ფსიქოლოგია;
რათა ადამიანმა სამუშაო თუ საცხოვრებელ გარემოში კომფორტულად იგრძნოს თავი... შესაძლოა, ამ ყველაფერს ყოფითობაში დიდად არ ვაქცევთ ყურადღებას , მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც კი, თუ რა ფერებია ჩვენს გარშემო, რადგან პირდაპირპროპორციულ კავშირშია ჩვენს განწყობასთან.. -ამაშიც პროფესიონალის ფრთხილი მიდგომაა საჭირო...
ხოლო სამშენებლო მასალების შერჩევა, ბაზარზე მოძიება, პროფესიონალი ხელოსნების და მუშების ბრიგადა, რომელიც არქიტექტორის კონსულტაციისა და ზედამხედველობის საშუალებით ძალიან გაგიიოლებთ მშენებლობისა და რემონტის პროცესს...
1 ეტაპი
-
ამოცანების გაცნობა
-
ფოტოგადაღება
-
არსებული ფართის ანაზომი
-
გეგმარების ვარიანტები
-
საბოლოო კორექტირება
2 ეტაპი
-
დიზაინის კონცეფციის შემუშავება
-
ესკიზების, პირობითი რენდერის შექმნა
-
დეტალური კონსულტაცია შექმნილ დიზაინთან დაკავშირებით
-
საბოლოო კორექტირება დიზაინის
3 ეტაპი
-
დიზაინის შესაქმნელად საჭირო მასალების მოძიება ბაზარზე
-
ხარჯთაღრიცხვის წარმოება.
-
მუშა ნახაზები -ელექტროობის, ჭერისა და იატაკის ზონირების
-
პირობითი ნახაზები - ავეჯის დამამზადებელი სახელოსნოსთვის
-
დეტალური კონსულტაცია დამკვეთთან შექმნილ დიზაინთან და ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით.
4 ეტაპი
-
დასრულებული პროექტის გადაცემა, რომელშიც შევა ყველა ეტაპის ამსახველი დოკუმენტაცია-ნახაზები, რენდერები, ფოტომასლა, ესკიზები, რენდერები , ხარჯთაღრიცხვა..
-
ვიზუალურ პროექტში ასახული პროექტის განხორციელება პროფესიონალ გუნდთან ერთად!
Service 02
ავეჯის, სანათების დიზაინი
ხანდახან არის, რომ არ მოგვწონს არცერთი ავეჯი, ან სანათი, რაც ბაზარზე არსებობს და გვინდა, რაღაც ჩვენი, ახალი და ორიგინალური გვქონდეს..
ზოგჯერ ხდება ისეც, რაც ჩვენ მოგვწონს, ძალიან ძვირია ჩვენთვის და ვცდილობთ, ჩვენს ბიუჯეტს მოვარგოთ ჩვენი გემოვნება...
სწორედ ამ დროს არის აუცილებელი პროფესიონალი დიზაინერის დახმარება საჭირო..
დაწყებული კლასიკიდან, გაგრძელებული არტნიუვოთი და ეკლექტიკით , დასრულებული ლოფტითა და მინიმალით - გრადაცია დიდია, ყველა სტილი შეიძლება მოვარგოთ თქვენს გემოვნებას!
Service 03
დეკორატიული აქსესუარების შექმნა
ჩვენს ყოველდღიურობას ალამაზებს და ამრავალფეროვნებს ის ნივთებიც, რომელსაც ყოველდღიურად ვუყურებთ, გვჭირდება,
შესაძლოა, კარგი განწყობა შეგვიქმნას პატარა სკივრმა, სადაც წერილებს შევინახავთ, კედელზე ჩამოკიდებულმა პანომ ან კოლაჟმა დაგვამშვიდოს და ა.შ.
ან ჩვენს საყვარელ ადამიანს გვინდა ვაჩუქოთ რაიმე განსხვავებული, რაც არსად არ იყიდება, და მხოლოდ ერთი შეიძლება არსებობდეს, ორიგინალური იყოს,...
......
ხან კი გვაინტერესებს, თუ როგორი იქნება ჩვენი მსგავსი თოჯინები..
ან ცნობილი ლიტერატურული თუ სხვა ცნობილი პერსონაჟების მიხედვით შექმნილი მარიონეტები..
ეს ყველაფერი შექმნადია ჩვენი ხელით და ჩვენ შეგვიძლია,
შემოგთავაზოთ !
